ინფორმაციები

:

მემედ აბაშიძე - მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე, მემედ-ბეგი (დ. 1873, ბათუმი— გ. 1937) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს. 1919—1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხორობისა. 
_________________________________________________________________________________


გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო, 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ.29 ივლისი, 1994, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

შემოქმედება

გრიგოლ აბაშიძის
ექვსტომეულის
პირველი ტომი
  • ჯილდოებიარყოფნისაკენ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-99928-0-159-8
  • "სამძიმარი" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 243გვ.
  • რჩეული ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერანი, 1983. - 82გვ.
  • "ყორნალი'" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 435გვ.
  • "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 445გვ.
  • "დიდი ღამე" : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. - 455გვ.
  • "ლაშარელა" : მეცამეტე საუკუნის ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 329გვ.
მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენები. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII-IX მოწვევის დეპუტატი. იყო ჟურნალ "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან - თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
_________________________________________________________________________________

ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი, 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. ლექსთა პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“, 1932; „ახალი ლექსები“, 1938; „ლექსები“, 1941. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა პატრიოტული ლირიკის აღიარებული ნიმეშებია „კაპიტანი ბუხაიძე“, „ლესელიძის ხსოვნას“ და სხვა. 1957-1959 და 1969 წლებში შექმნილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება. 1960 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყოიერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, 1972) და „პალესტინა, პალესტინა“ (შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1966).
იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრით გაერთიანებულ ამ ლექსებში გაცოცხლებულია რუსთაველის სახე, თავისი ქვეყნისა და დროის ჭირ-ვარამს ზიარებული მგოსნის სულიერი სამყარო. გენიოსი პოეტის ბედი აქ სიმბოლურად ეხმაურება ქართველი ხალხის ისტორიულ ბედს. ამ ციკლის ლექსი „ხმა კატამონთან“ ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. აბაშიძის ინიციატივით 1966 წელს მოეწყო რუსთაველის დაბადების 800-წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
აბაშიძე არის რამდენიმე ლირიკული ციკლის („ჰყვავის გურია“, „სიმღერა მკის დროს“, 1950; „მონადირის ღამეები“, 1948 და სხვა), საბავშვო ლექსებისა და პოემების („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 და სხვა) ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების, ასევე წიგნების „პალესტინის დღიური“ (1966) და „ზარები 1930-იანი წლებიდან“ (1992) ავტორი. თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, ი. ვაზოვის, ხ. ბოტევის, ვ. მაიაკოვსკის, კ. ჩუკოვსკის და სხვა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მედლებით.
ირაკლი აბაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; არქივი ცენტრს მისი ქალიშვილის, ქართული ენციკლოპედიის რედაქტორმაირინე აბაშიძემ 2009 წლის 19 თებერვალს გადასცა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
_________________________________________________________________________________

ტბელი აბუსერისძე (დ. დაახლოებით 1190 — გ. 1240) — ქართველი მწერალი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავთერისთავის ივანეს შვილი.

ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა „სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაი“ და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული „ტრაქტატისა ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა“. რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკჯ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავსაბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.
_________________________________________________________________________________
ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1903 – გ. 27 სექტემბერი, 1984) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968).

ბიოგრაფია


დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელ ვანის მუნიციპალიტეტში). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია). სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934 – 1935 წლებში).
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ-სტილისტი. ნიკა აგიაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), "ჭაბუკები დარჩნენ მარად”, რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს და "ალექსანდრე ნეველი”. მან თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის,მიხეილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები. ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით. მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.
ნიკა აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წიგნები


  • “სერვანტესის ცხოვრება”, 1941
  • “ჭაბუკები დარჩნენ მარად”, 1961
  • "ალექსანდრე ნეველი”

_________________________________________________________________________________



ალიო კონსტანტინეს ძე ადამია (დ. 20 მაისი, 1914, ბათუმი — გ. 19 ოქტომბერი, 1980, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია


1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების„ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930-1936), „კომუნისტის“ (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა „ხელოვნების“დირექტორი (1954-1963), „მერანში“ განყოფილების გამგე (1963-1968), „საბჭოთა საქართველოში“ - მთავარი რედაქტორი (1968-1980).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 30-იანი წლების დასაწყისში, როცა დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ბალადები, პოემები. პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა.
  • 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი „რამდენიმე ლექსი“.
  • 1936 - კრებული „ლექსები“.
  • „ქორწილი კოლხიდაში“ (1941).
  • „მესხეთის გაზაფხული“ (1949).
  • „უბის წიგნიდან“ (1953).
  • „ცისფერი აივანი“ (1964).
  • „სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა“ (1969).
ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა:

  • „სოფლის გზებზე“ (1948).
  • „დილა მტკვრის ხეობაში“ (1952).
  • «„ხერგა“ ამარცხებს „რიონს“» (1967).
  • რომანისა „დიდი და პატარა ეკატერინე“ (1973).
_________________________________________________________________________________


ვლადიმერ (ლადო) შალვას ძე ავალიანი (დ. 15 მაისი, 1913, ზესტაფონი — გ. 1998), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პირველი მოთხრობა ("დადაშ ხვიბლან") გამოაქვეყნა 1935 წელს, ნოველათა პირველი კრებული "ლაჰილ პირველი" - 1940 წელს. 1947-1967 წლებში გამოიცა მისი ნოველების ხუთი კრებული. მწერლის თხზულებათა თემატიკა ეხება ძველი და ახალი სვანეთის ყოფას ("მუხის ჭია", "ლაჰილ პირველი", "დალის დალალები"), სამამულო ომის დღეებს ("დედის იმედი", "სიდუ"), ქართული მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას ("ყარიბი მგოსანი", "სულოაგას ქუდი") და სხვა. ავალიანის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია "ახალი ჰორიზონტი" (1952-1969), პირველი ქართული რომანი, რომელშიც ასახულია მაღაროელთა ცხოვრება.

ავალიანის ნოველები და რომანი თარგმნილია რუსულად, რამდენიმე ნოველა - ჩეხურად, ხოლო "სულოაგას ქუდი" - ინგლისურად.
_________________________________________________________________________________

გიორგი ივანეს ძე ავალიშვილი (დ. 1769 ― გ. 1850, მოსკოვი) — ქართველი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, დრამატურგი, მთარგმნელი, მოგზაური.

ბიოგრაფია

სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784-1801 წლებში იყო ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენელი რუსეთის იმპერატორის კარზე. აქტიური როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს შეერთების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819-1820 დიპლომატიური მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ავალიშვილს ქართული დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ (ავალიშვილის თეატრი). მას მიეწერება ორიგინალური დრამა "მეფე თეიმურაზი" (1791), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მანვე პირველმა თარგმნა ქართულ ენაზე ა. სუმაროკოვის პიესები. ავტორია ლირიკული ლექსების, რომლებიც სამშობლოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილის განცდებსა და სულისკვეთებას გადმოსცემენ. შეადგინა პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს.
მეტად მნიშვნელოვანია ავალიშვილის ღვაწლი მთარგმნელობითს სფეროში. თარგმნაერაზმ როტერდამელის, ვოლტერის, ჯ. მილტონის, მ. ლომონოსოვის, ა. სუმაროკოვის, გ. დერჟავინის, მ. ხერასკოვის, მ. ჟანლისის და იმ დროს ევროპასა და რუსეთში პოპულარული ფრანგი, გერმანელი და სხვა ავტორების თხზულებები. ავალიშვილის სამოგზაურო დღიურები - "მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით" მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომია. იგი განსაკუთრებით ძვირფასია ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიისათვის. მოგზაურობის მარშრუტი იყო: თბილისი-დასავლეთ საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-იერუსალიმი-კ. კვიპროსი-თარსუსი-კაისერი-არზრუმი-ყარსი-შულავერი-თბილისი. ნაშრომში განხილულია საქართველოს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგი საკითხი, ეგვიპტის და ოსმალეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. არაბებისა და თურქების ყოფა. მოცემულია საინტერესო ცნობები ეგვიპტეში მცხოვრები ქართველების შესახებ.
ავალიშვილი იშვიათი კალიგრაფიც იყო. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული ნაშრომი, რომელიც კალიგრაფიული მხედრულით არის დაწერილი. წიგნს ერთვის ნახატები, რომელთა ავტორის ვინაობა დაუდგენელია.
_________________________________________________________________________________

ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი, 1921, თბილისი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „ვარძიის მონასტერი“ და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, 1913; „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში — ქართული გიმნაზია.
_________________________________________________________________________________


ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013,თბილისი) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1991-1995); ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე; მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი; ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999).

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ჭაბუა ამირეჯიბის დედა იყო მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე. აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი იყო. მწერლის მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა.
თავად მწერალი „ავტოინტერვიუში” აღნიშნავს:
ვიკიციტატა„მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი „ხეპრე“ გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე.“
თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მწერალი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ კი გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მეორე მსოფლიო ომში

1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). თავდაპირველად ჭაბუა ამირეჯიბი მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს (ჩეჩნეთი) აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ მისი მშობლების (რეპრესირებული) და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო. მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ემიგრაციაშია ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო.
მწერლის სამხედრო კარიერა გაგრძელდა საინტენდანტო სამსახურში, რომელშიც გადასვლაში მას დაეხმარა შორეული ნათესავი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი.
იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და თეთრი ლობიo. მწერალი ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მშოვლებისა და ნათესავების პიროვნების გარკვევის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავუსფლეს. მწერალი თბილისში ბრუნდება და უნივერსიტეტის მეორე კურსზე ბრუნდება.

დაკავება და სასამართლო

1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი. ორგანიზაციას, რომელშიც წევრობისთვის მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.
სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ფრანსუა ვიიონს იხსენებს.

თავისუფლება

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაყვა ცოლად. ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიას უვლიდა.

ოჯახი

ჭაბუა ამირეჯიბს ყავს ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი,დედისა და ბაბუის მსგავსად იურისტი გახდ და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.
მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც დაიღუპა. ის აეფარა და გადაარჩინა ჟურნალისტი, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი - ქუცნა ამირეჯიბი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი - შალვას ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. დარჩა ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

ბერად აღკვეცა

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლისსახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.

შემოქმედება

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.
პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" გამოაქვეყნა 1960 წელს ("მნათობი", № 1).
ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა" (1962), "ძია შოთას ბადია" (1965), არაკების კრებული "თაფლის წვეთი" (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

რომანები

  • "დათა თუთაშხია" (რომანი, წგნ. 1-2, 1973-1975)
  • "გორა მბორგალი" (რომანი, 1984-1994)
  • "გიორგი ბრწყინვალე" (რომანი, 2003)

მოთხრობები

  • გზა 1962
  • მოთხრობები "ჩემი მეჯღანე ბიძა" (მოთხრობების კრებული, 1963)
  • "ხარის აღსარება" (მოთხრობების კრებული,1964)
  • "გიორგი ბურდული" (ნოველა, 1965)
  • ძია შოთას ბადია 1968
  • არაკების კრებული 1968

პრემიები და ჯილდოები


  • 1979 სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1994 შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1998 საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2001 ღირსების ორდენის კავალერი
  • 2009 „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
_________________________________________________________________________________

აიხოსრო ანდრონიკაშვილი (გ. 30 ივნისი, 1792), ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი.

ბიოგრაფია

1770-იან წლებში რუსეთში ელჩობისას ახლდა თავის სიძეს, ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II-მ დიპლომატიური მისიით გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778, როდესაც განჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი განჯის მმართველად დანიშნა. 1785 განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია.

ანდრონიკაშვილს ეკუთვნის პოემა „მიჯნურთ ბადე“, რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები და პოეტური სამკაულები ნასესხებია „ვეფხისტყაოსნიდან“, „ვისრამიანიდან“ და„ბარამგულანდამიანიდან“.

_________________________________________________________________________________


შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) (დ. 4 დეკემბერი/16 დეკემბერი, 1867, სოფ. ქარისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდელი დუშეთის რაიონი — გ. 2 იანვარი, 1926, თბილისი) —ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-იდან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს "ჯეჯილში".
არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. არაგვისპირელი ძირითადად განაგრძობდა ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა "ეროვნული თვითშეგნების" საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.

მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო "ესაა ჩვენი ცხოვრება!" (1889); სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს და მისი ეს მეტ-ნაკლებად ვრცელდება არაგვისპირელის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის "შიშველი სულის" კვლევას. ასეთი მოტივები განაპირობებს უმთავრესად მის ნაწარმოებებს, რომლებშიც მან წარმოაჩინა "პატარა ადამიანები", მებრძოლი სულისკვეთებისა თუ ნიჰილიზმით დაავადებული პერსონაჟების, მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამორჩეული თუ დაკნინებული ადამიანების მდიდარი გალერეა ("ჩემო შვინდავ!", 1892; "გმადლობ, უფალო, გმადლობ", 1897; "შემუსვრილი სამი მცნება",1899).

არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან ("აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით", 1900; "მიწაა", "ჩემი სამშობლო ჩემი გულია", ორივე 1901; "გრძნეული ციხე", "ნინიკას მთაზე", "მიჯაჭვული ამირანი", 1908; "სამარცხვინო ბოძთან", 1908; "განძი", "საშინელებაა...").

მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივრები; ამ "გლეხური ციკლის" ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლოგიური კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვარი გადახრაც. ტიპიურად უნდა ჩაითვალოს "ადე, ჩამოვიდა", "ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო" (ორივე 1893), "და-ძმა", "ღვინის ქურდები", "დიდი დედა მარიამი და ხატაურა", "ოლოლოები" და სხვა. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. მოპასანის კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა ("მოგვილოცნია ახალი წელი", 1892; "ყველაი დავკარგე", 1892; "ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა", 1895; "...ხითხითებს და ხითხითებს", 1896; "...მხრებიღა ავიჩეჩე", 1896; "წერილის ნაგლეჯი", 1897; "... სულ ერთია", 1897; "ბალღი ყოფილხარ!", 1899; "გიული", 1899 და სხვა).

განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული" (1920), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით ("იუდა", "ჭეშმარიტად!", "საშობაო ჩვენება", "ბაბდო კი...", "ორი მკურნალი" და სხვა). არაგვისპირელს ეკუთვნის აგრეთვე პიესები "კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს" და "შიო თავადი".

არაგვისპირელმა ქართული კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა; მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართულ ნოველამ, რომელიც სიახლის იერსაც ატარებდა და საუკუნის დასაწყისის საზ. განწყობილებასაც ესადაგებოდა. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით არაგვისპირელმა ახალი თვისება შესძინა ქართულ რეალისტურ პროზას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

_________________________________________________________________________________

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 1 იანვარი/13 იანვარი, 1870, იქვე) — ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართული მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, "ამიერკავკასიის პრიკაზში", გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.
სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით ("ცისკარი, 1858") და მალე "ცისკრის" წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი "ფულები" - "ცისკარი", 1859), ხოლო ცნობილ რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ("ცისკარი", 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში "მორჩილი" ("ცისკარი",1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала "Заря". С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» ("ცისკარი", 1859), "პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე" ("ცისკარი", 1859), "ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა" ("ცისკარი", 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღბა ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში "მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ" ("ცისკარი", 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, "ცრუგანათლებულნი". არდაზიანის ფსევდონიმების "ბიძია თონიკე", "ალექსი ელბაკიძე".
_________________________________________________________________________________

არსენ II — X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
ქართლის კათოლიკოსი ყოფილა დაახლოებით 955-980 წლებში. აღუწერია ასურელ მამათა — იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება „ასურელ მამათა ცხოვრებათა“ მოკლე რედაქციაა. XI-XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ.
_________________________________________________________________________________

    არსენ ბერი — XI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
    დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. მოღვაწეობდა შიომღვიმის ლავრაში. ლავრის აშენება-განახლება არსენ ბერის ზედამხედნელობით მომხდარა. მასვე დაუდგენია ლავრისათვის სამონასტრო წესი და განგება. არსენ ბერის კალამს ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ხოტბა "მეფესა დავითს მონაზონი არსენი". მასვე მიეწერება რუისურბნისის კრების ძეგლისწერისა და დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის შედგენა, ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია, ანდრია კრეტელის დიდი კანონის თარგმანი. მკვლევართა აზრით (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე), არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მემატიანე-ისტორიკოსი, ავტორი თხზულება "ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი". ზოგიერთი მკვლევარი (თედო ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ ბერს არსენ იყალთოელად მიიჩნევს.
_________________________________________________________________________________

მამია ვასილის ძე ასათიანი (დ. 11 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 5 მარტი, 1970, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ და სხვა. ასათიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1929 წელს. ნოველათა პირველი კრებული ("ხუთი ნოველა") - 1936 წელს. თავის მოთხრობებსა და ნოველებში ასათიანი გვიხატავს თანამედროვეთა საინტერესო სახეებს, მათ შრომას, სამშობლოსათვის თავდადებას, სიკეთისაკენ მისწრაფებას, სიყვარულს (კრებულები "მოთხრობები", 1955, 1960, 1967; "მთის ლეგენდები", 1963; "შიშველი ხმალი", 1964; "ხალდეს ყვავილები", 1966; "გელათის ქრონიკები" 1968 და სხვა). ასათიანი ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართველ მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა შესახებ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
_________________________________________________________________________________

მიხეილ იოსების ძე ასათიანი (დ. 1849, სოფ. ბაკურციხე, ახლანდილი გურჯაანის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი/31 დეკემბერი, 1879), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია


სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში. 1874 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედის" დაარსებაში და მისი პირველი რედაქტორიც უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულუყო. 1881 წლიდან ასათიანის თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "იმედში". მის ლექსებში, მოთხრობებსა და საჟურნალო ფელეტონებში ასახულია ხახლხოსანი ახალგაზრდობის მისწრაფებანი და იდეალები, დაბალი სოციალური ფენების უუფლებობა, აგრეთვე ქართველ ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნული ძალების კონსოლიდაციისაკენ ("შიკრიკი", "მტკვრის ბაასი რიონთან", და სხვა). ავტორია აგრეთვე ავტობიოგრაფიული მოთხრობისა "მე და ონისიმე".
_________________________________________________________________________________


ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია

ლადო ასათიანის მშობლები:
მელქისედექ ასათიანი და
ლიდა ცქიტიშვილი
1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. იგი 1943 წლის ივლისში გარდაიცვალა. ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.დაიბადა ქუთაისში პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
_________________________________________________________________________________

არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე),ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია



პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის„ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები.




_________________________________________________________________________________

:

გერცელ დავითის ძე ბააზოვი (დ. 28 ოქტომბერი, 1904, ონი — გ. 1938) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია


დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში (ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია), რომელიც დაასრულა 1922 წელს. 1926 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ „საბჭოთა სამართლის“ რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 ქუთაისის გაზეთ „ებრაელის ხმაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1921-1922 მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი „ონი“ (ინიციატორი იყო „ცისფერყანწელი“ პოეტი გ. ჯაფარიძე). 1922 დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი „კადიმა“.

ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა „დილლეამარი“ (1928, ცალკე წიგნად 1929). ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პიესამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1931; დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში1931-1932, ცალკე წიგნად გამოვიდა 1937).მორალის პრობლემები წარმოაჩინა პოესაში „განურჩევლად პიროვნებისა“ (1933). ისტორიულ-რევოლუციური ხასიათისაა პიესა „იცკა რიჟინაშვილი“ (1936). დაწერა აგრეთვე პიესები „ხაგაი“, „შავი ზღვის პირას“ (1938 რეპეტიციიდან მოიხსნა, რადგან მწერალი 1937 რეპრესირებული იყო; რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ), საბავშვო პიესა „ჭინჭარი“ (იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში) და სხვ. ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები „შემარიას უკანასკნელი სიტყვა“ და „გელათის ქუჩის დასასრული“ (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი „ფეთხაინი“ (1934, I ნაწილი რუსულად — 1936) და სხვა. 1938 წელს ემსხვერპლა საბჭოთა პოლიტიკურ რეპრესიებს.
_________________________________________________________________________________

    გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1789
     — გ. 1830), ქართველი მწერალი, მწიგნობარი. იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი.
    მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში.
    გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით1819 შეადგინა "ანთოლოგია", რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.
_________________________________________________________________________________


ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (დ. 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი — გ. 6 დეკემბერი, 1934,თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.
მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“, „ისარი“, „თემი“, „ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.
_________________________________________________________________________________

გიორგი ბარათაშვილი - XIX საუკუნის 50-60-იანი წლების ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში". 1853 წელს გამოაქვეყნა რუსულიდან თარგმნილი "მღვიმე სასაფლაოს იქით" ("ცისკარი", № 4). 1860 - "იშვიათი ამბავი" (იქვე, № 12). ბარათაშვილი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის წერილს «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმანზედა» სტატიით "წერილი რედაქტორთან" ("ცისკარი", 1861, № 5-6), რომელშიც შეეცადა გაეკრიტიკებინა ილიას შეხედულებანი "მამათა" ლიტერატურულ-ესთეტიკის პოზიციიდან ("მამებისა" და "შვილების" ბრძოლა). _________________________________________________________________________________



იესე ოსეს ძე ბარათაშვილი (ოსეშვილი) (დ. 10 ოქტომბერი, 1728 —― გ. 11 აგვისტო, 1786), ქართველი მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.
ბარათაშვილის მამა - დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან ისე თეიმურაზ II-ის მეუღლის - ანახანუმის მდივანია, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. 1758 ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდიბანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბარათაშვილი გზაში ლეკებმა მოკლეს.
ბარათაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი "ცხოვრება-ანდერძი". ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისათვის. ბარათაშვილი ტიპური წარმომადგენელია მეფის სამსახურში დაწინაურებული მემამულისა, რომლის იდეალია მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ბარათაშვილის ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი "ლექსნი სამიჯნურონი" (ხელნაწერი Q - 318). ანტონ კათალიკოსის ცნობით, ბარათაშვილს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „ნარგიზოვანი“.
_________________________________________________________________________________

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 22 მაისი, 3 ივნისი, 1856, სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი) —ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878).1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შ. ნუცუბიძის კურსებზე". გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (იყო კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.

შემოქმედება


ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" გამოქვეყნდა 1878 ("დროება", N 220-227), პირველი ლექსი "ქართველი ქალი" - 1879 ("დროება", N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა "პატარა ლევანი" - 1893 ("კვალი", N2), პირველი რომანი "ისნის ცისკარი" - 1901 ("მოამბე", N18).
ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ მსოფლაღქმას. ბარნოვისთვის ღმერთი - კეთილი და ნათელი აბსოლუტი - არის სამყაროს პირველმიზეზიცა და განვითარების საბოლოო მიზანიც; ამ ქვეყნის ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება; სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად - უკვდავი; სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება (რომანები "მიმქრალი შარავანდედი", 1913; "ტრფობა წამებული",1918); მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება (მოთხრობა "ძვირფასი თვალი", 1924). ბარნოვის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოჩენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ "განგების რჩეულს", "რაინდს კეთილისა", ე. ი. დიდ ისტორიულ პიროვნებას, ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. ბარნოვი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც.

მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს ("ტრფობა წამებული", "არმაზის მსხვრევა", 1925; "გიორგი სააკაძე", 1923-1925) ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს ("მიმქრალი შარავანდედი", "დედოფალი ბიზანტიისა",1927; "ცოდვა სიჭაბუკისა", 1928) ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული ("ისნის ცისკარი").
"მიმქრალ შარავავანდედში" წარმოსახულია ბრძოლა პატივმოყვარეობასა და სიყვარულს შორის XVI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ სინამდვილის ფონზე; ფინალი მიგვანიშნებს, რომ დიდების შარვანდედი უსიყვარულოდ ამაოა. "ტრფობა წამებული" VIIII-IX საუკუნეების საქართველოს ცხოვრებას ეხება და საეკლესიო დოგმების წინააღმდეგაა მიმართული; თუმცა ფაქტობრივად ეკლესია იმარჯვებს, ზნეობრივი უპირატესობა სიყვარულის მხარეზეა. ბარნოვისათვის გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე") "კეთილი რაინდია", ღვთის ნებით საქართველოს გაერთიანებისათვის და მეფობისათვის მოწოდებული; მან კი არ ინდომა ბაგრატიონთა გვირგვინის ხელყოფა, რისთვისაც გამგებამ დასაჯა იგი. "არმაზის მსხვრევა" საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას ეხება; წარმართობისა და ქრისტიანობის ჭიდილის საფარქვეშ იმალება სპარსეთისა და ბიზანტიის ბრძოლა საქართველოს დამონებისათვის.
ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური ("ტკბილი დუდუკი",1909; "ნაძვნარის დევი",1921), სოციალური ("თებარას დანიშნული", 1911; "ფარჩის ახალუხი", 1912; "გველის ზეიმი", 1919; "სადედოფლო სარტყელი", 1920; "განასკვილი სიმი", 1920), პედაგოგიკური ("ნუშო", 1898; "ქოჩორა ხე", 1898; "პროფესორი", 1901; "მეჩვენა", 1901) და სხვა პრობლემებისადმი. ბარნოვის პროზის რიტმულობა,რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს.
ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი "ამირანიანზე", "როსტომიანზე", "ტარიელიანზე", "არსენას ლექსზე". მანვე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია (1919) ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.
_________________________________________________________________________________

ხსენების დღე - 9 ივნისი
 (ძვ.სტილით - 27 მაისი)
ბასილი ბაგრატის ძე — XI საუკუნის I ნახევრის ქართველი მწერალი. ზოგიერთი ქართველი ისიტორიკოსის მიერ მიჩნეულია ბაგრატ III-ის ძედ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 9 ივნისი (27 მაისი).

მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირისთქმით, იგი ყოფილა „მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა“ და იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ დამახასიათებელია როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლული მწიგნობარი, მთარგმნელი, „რიტორ-მომთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედან დამთხზველი“, მასვე უწოდებდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულს“. შემდგომ ბასილი ათონის მთაზე გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“. გარდაიცვალა იქვე, ივერთა მონასტერში.

_________________________________________________________________________________

ბასილი ვაჩეს ძე — XI საუკუნის ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი (დაახლოებით 1090-1100).
ვარაუდობენ, რომ ეფრემ მცირის ძმაიყო.სწავლაგანათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მას ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმინდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ“ და „დასდებელი შიოჲსი“, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.
_________________________________________________________________________________

ბასილი ზარზმელი — IX-X საუკუნეების ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე.
დაახლოებით 916-926 იყო ზარზმის მონასტრის წინამძღვარი. ბასილი ზარზმელმა თავისი ბიძის, IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“, რომელშიც სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა (ზარზმა, ოპიზა, პარეხი, ზანავი და სხვა) მშენებლობა-აღორძინების ამბები. აღწერილია საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობა, ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვა.
ბასილი ზარზმელი თხზულებაში მოთხრობილი ზოგიერთი ამბის თვითმხილველია, ნაწილი ცნობებისა კი მას სერაპიონის მოწაფეთაგან შეუკრებია. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ პირველხარისხოვან ისტორიულ წყაროდაა მიჩნეული.

ბასილი ზარზმელის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI საუკუნეში შესრულებული მეტაფრასული რედაქციის მიხედვით, რომლის ერთადერთი, მოსე ჯანაშვილის მიერ მიკვლეული, ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი არიან არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII საუკუნეების მოღვაწეები. ეს შეხედულება თვით თხზულებაშივე გადმოცემული ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს.
_________________________________________________________________________________

ბასილი საბაწმიდელი — VIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შესაძლოა თვით საბა განწმედილის (წმიდის) ლავრაშიც. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება „დასდებელნი მამისა საბაჲსნი“ შეტანილია X საუკუნის სინის მთის ხელნაწერში. დასდებლისკიდურწრილობაა „ბასილი“.

ავტორს გამოუყენებია საბა განწმენდილის „ცხოვრება“, რომელიც ქართულად VII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.
_________________________________________________________________________________


აკაკი იონას ძე ბელიაშვილი (დ. 11 აპრილი/24 აპრილი, 1903, სოფელი ქორეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი, 1961, თბილისი) — ქართველი მწერალი, კინო სცენარისტი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში "მეზობლები" (1935), "უცნობი" (1936), "ქსენოფონტეს გასაჭირი" (1936),"იუსტინეს ხაფანგი" (1938), "მამონას ცდუნება" (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომელშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში "ოქროს ჩარდახი" (წგნ. I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომს ეძღვნება რომანი "უღელტეხილი" (1956). რომანში "ვეფხია ხალიბაური" (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგების შრომასა და ყოფას. ახალგაზრდობის შრომა დაედო საფუძვლად დაუმთავრებელ რომანს "შვიდკაცა" (1960).
ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც. დაჯილდოებულია ორი ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თინათინ მიხეილის ასული გამყრელიძე (დ. 17 ნოემბერი, 1907, სოფელი ზოდი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 14 დეკემბერი, 1961, თბილისი).
_________________________________________________________________________________

სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი (ნამდვილი გვარი - თაყაიშვილი) (* 1897 ― † 1942), ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და მხატვარი-კარიკატურისტი.

ბიოგრაფია


დაიბადა ქუთაისში, ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1917). 1918-1920წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანა მოუხდა პირველ ქართულ რესპუბლიკას.
1920 წელს სიმონ ბერეჟიანი უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა გერმანიაში. სამი წლის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.
1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ამიტომ, ს. ბერეჟიანი იძულებული გახდა სამუდამოდ დარჩენილიყო ემიგრაციაში. 1923 წლის დამლევს იგი ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1924 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგი"-ს დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი "თეთრი გიორგი".
პარიზში გადასვლისთანავე სიმონ ბერეჟიანი შეუდგა მეტად ნაყოფიერ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. "სიმონ ბერი"-ს ფსევდონიმით მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა ხსენებულ გაზეთში და ჟურნალში "ქართლოსი" (რომელიც ასევე პარიზში გამოდიოდა). მისი რამდენიმე წერილი გამოქვეყნებულია, აგრეთვე, ჟურნალში "კავკასიონი" (რედაქტორ-გამომცემელი: დოქტორი ვიქტორ ნოზაძე, რუსთველოლოგი და საზოგადო მოღვაწე). ს. ბერეჟიანის პუბლიცისტური წერილებიდან და ფელეტონებიდან აღსანიშნავია: "ილია ჭავჭავაძე" (გაზ. "თეთრი გიორგი", #9, 1927), "მოხსენება შოთა რუსთაველზე" ("თეთრი გიორგი", #38, 1931), "ემიგრანტის დღიურიდან" ("თეთრი გიორგი" 1927), 1924 წლის ამბოხებისადმი მიძღვნილი წერილი ("თეთრი გიორგი", #7, 1927), "ჭირსა შიგან გამაგრება" ("თეთრი გიორგი", #98, 1936), "ქართული კონცერტი პარიზში" (ჟურნ. "ქართლოსი", #16-18, 1939) და ა.შ. გარდა ლექსებისა და პუბლიცისტური წერილებისა, "თეთრი გიორგი"-ს და "ქართლოსი"-ს ფურცლებზე ხშირად ქვეყნდებოდა სიმონ ბერეჟიანის შესანიშნავი კარიკატურები, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ თემებზეა შექმნილი. იგი სამართლიანად ითვლება ქართული პოლიტიკური კარი კარიკატურის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად.
1941 წელს ს. ბერეჟიანი ჩავიდა გერმანიაში და "სიმონ ბერგერ"-ის სახელით ჩაირიცხა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, რომელსაც მეთაურობდა ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ლეგიონი ემსახურებოდა არა ნაცისტურ იდეოლოგიას, არამედ საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან დახსნას. იმავდროულად, ს. ბერეჟიანი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში მოქმედი ქართული სამოკავშირეო შტაბი-ს მუშაობაში.
იგი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1942 წლის დამლევს. სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
1943 წელს ვიქტორ ნოზაძის რედაქციით და დოქტორ მარკოზ ტუღუშის ვრცელი წინასიტყვაობით ბერლინში გამოიცა სიმონ ბერეჟიანის ლექსების კრებული.
_________________________________________________________________________________



ლაშა ბუღაძე (დ. 1977, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი. არის მრავალი პიესის და მოთხრობის, 5 რომანის და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
ბუღაძის პირველი პიესა თეატრალურ სარდაფში დადგა დათო საყვარელიძემ, ხოლო შემდეგ არტგრუზ ფესტივალზე გავიდა 2000 წელს. ლაშა ბუღაძე ავტორია ესსეების, მოთხრობების, ერთი სრულტანიანი, რამდენიმე ერთაქტიანი და ხუთწუთიანი პიესისა და ერთი რომანის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა, ნომინაციაში — „წლის საუკეთესო რომანი“. მკითხველებში ყველაზე დიდი გამოხმაურება მისმა მოთხრობამ „პირველი რუსი“ გამოიწვია.

შემოქმედება

არის ავტორი წიგნისა "ყუთი" (პიესების და მოთხრობების კრებული, 1999წ.), პიესებისა: "ოთარი", "ის სკამი და აი, ეს საწოლი", "ბალიში", "დოქტორი ფრანკენშტეინი" (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999წ.) და სხვა. მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში 1977 წლიდან. გაიმართა მისი გრაფიკული ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1994) და ბაზელში (1995).
მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე. ლაშა ბუღაძის კარიკატურებისა და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენები გაიმართა ბაზელსა (შვეიცარია, 1995) და თბილისში (“ბაია-გალერეა”, 1996). მიჰყავს სატელევიზიო და რადიოგადაცემები საქართველოს ტელევიზიისა თუ რადიოს სხვადასხვა არხზე, უძღვება ყოველკვირეული სვეტს “კომენტარები მთავარზე” გაზეთ “24 საათში” ყოველკვირეულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სვეტს ჟურნალში “ტაბულა” და ყოველკვირეულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სვეტს ჟურნალში “ლიბერალი”.

რომანები

  • “ბოლო ზარი” (2004)
  • “ოქროს ხანა” (2006)
  • “კარიკატურისტი” (2008)
  • “ლიტერატურული ექსპრესი” (2009)
  • “LUCRECIA515” (2013)

მოთხრობები

  • “ყუთი” (1998)
  • “საუკუნის მკვლელობა” (მცირე პროზა, თეატრალური სკეტჩები, 2000)
  • “მესამე სართული” (2003)

დოკუმენტური პროზა

  • “დიალოგი ცენზურაზე” (2015)

პიესების კრებულები

  • “25 პატარა პიესა” (2005)
  • “ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” (2006)
  • “ნაფტალინი” (2007)
  • “ოთარი და სხვა პიესები” (2008)
  • “თავი” (2010)
  • “22პპ” (2014)

პიესები

  • “ოთარი” (1998, “თეატრალური სარდაფი”, თბილისი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “ის სკამი და აი, ეს საწოლი” (2001, ლონდონი, Riverside Studio, რეჟ. დ. გურჯი)
  • “La Comédie Française” (2001, შვიდწუთიანი პიესების ფესტივალი, თბილისი-პარიზი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “პოლიტიკური პიესა” (2001, ბიდგოშჩი (პოლონეთი), რეჟ. ა. ორეხოვსკი)
  • “კაპრიჩიო” (2001, თბილისი, “პატარა თეატრი”, რეჟ. ლ. წულაძე)
  • “აღშფოთებული ტატიანა” (2003, მოსკოვის სამხატვრო თეატრი, “ახალი დრამის” ფესტივალი, რეჟ. მ. უგაროვი)
  • “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2003, თბილისი, “სამეფო უბნის თეატრი”, რეჟ. გ. თავაძე)
  • “პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი” (2006, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. რ. სტურუა)
  • “სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები” (2007, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “ნაფტალინი” (2008, ბათუმი, რეჟ. რ. იოსელიანი)
  • “შვიდი პ. პ. (პატარა პიესა)” (2010, თბილისის მ. თუმანიშვილის სახ. თეატრი, რეჟ. ზ. გეწაძე)
  • “ციცინოს სამყარო” (2010, Le Plessis théâtre La Riche, საფრანგეთი, რეჟ. კ. შვარცენბერგი)
  • “ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” (2010, ფოთი, რეჟ. ი. გოგია)
  • “ნავიგატორი” (2011, ლონდონი, რეჟ. მარიონ ნანსეროუ)
  • “პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა” (2013, ლონდონი, რეჟ. ვიკი ფიზერსტოუნი)

სცენარები

  • ყოველდღიური სატელევიზიო სერიალი “ძილის წინ” (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, 2000-2002)

ჯილდოები

  • 2004 - საბა საუკეთესო პიესისათვის „ნუგზარი და მეფისტოფელი"
  • 2007 - საბა საუკეთესო რომანისთვის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა"
  • 2009 - საბა საუკეთესო პიესისათვის „ნაფტალინი"
  • 2012 - საბა საუკეთესო პიესისათვის „ნავიგატორი“

პრემიები

  • გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალი (1989)
  • ლიტერატურული პრემია “წინანდალი” წლის საუკეთესო პიესისათვის “ოთარი” (1999)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2004)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ “პარნასის” პრემია “წლის ბესტსელერი” რომანისათვის “ბოლო ზარი” (2005)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ “პარნასის” პრემია “წლის ბესტსელერი” რომანისათვის “ოქროს ხანა” (2007)
  • რუსული სახელოვნებო პრემია “ტრიუმფი” დრამატურგიაში (2007)
  • ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის “როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს” (2007)
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის “თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის” მეორე პრემია (მოთხრობისათვის “საშინაო დავალება: როსტომ-ხანი”, 2010)
  • თეატრალური პრემია “დურუჯი” 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის (“ნაფტალინი”)
  • BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის “ნავიგატორი” (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი).
_________________________________________________________________________________

გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 20 მაისი, 1897, სურამი, ახლანდელი ხაშურის რაიონი — გ.30 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, კულტურის დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).

ბიოგრაფია

გრიგოლ ბუხნიკაშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური და 1949 წელს თეატრალური ინსტიტუტები. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ხაშურის გიმნაზიის დასრულებისთანავე, 1914 წლიდან.1911-1913 წლებში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, სურამსა და ხაშურში, ხოლო 1916-1920 წლებში თბილისის ნაძალადევის სახალხო თეატრის სპექტაკლებში. ავტორია კომედიებისა "შეშინებული ანთიმოზი", "კი მაგრამ". 1926-1927 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1928-1932 წლებში თბილისის სატირისა და სასოფლო მოძრავი თეატრების ხელმძღვანელი, 1932-1936 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1936-1939 წლებში მეტეხის მუზეუმის დირექტორი,1939 წლიდან იყო საქართველოს თეატრის მუზეუმის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, გამოკვლევები ქართული თეატრის ისტორიის საკითხებზე. მათგან განსაკუთებით საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ნაშრომი "ქართული თეატრის მატიანე. 1850-1917" (ხელნაწერი დაცულია საქართველოს თეატრის მუზეუმში), რომელიც შეიცავს სრულ ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიას ოქტომბრის რევოლუციამდელი ქართული თეატრის და მისი ისტორიის შესახებ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თხზულებები

  • გრ. ბუხნიკაშვილი. კოტე მარჯანიშვილი, თბილისი, 1947.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე, თბილისი, 1950.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. აკაკი ვასაძე, თბილისი, 1960.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. თამარ ჭავჭავაძე, თბილისი, 1961.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. ნიკო გოცირიძე, თბილისი, 1972.
_________________________________________________________________________________

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი1817თბილისი — გ. 21 ოქტომბერი1845განჯა,აზერბაიჯანი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია


ეკატერინე დადიანი - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისაერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონშიგანისვენებს.

შემოქმედება


ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. მხატვარ ტ. მომცემლიძის რეკონსტრუქცია, 1901 წ.
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

„ბედი ქართლისა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


„ბედი ქართლისა“. ბარათაშვილისეული ხელნაწერი, 1839 წ.
პოემის „ბედი ქართლისა“ (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტობრივად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და ერის თვისების ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.
„ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.
ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დ. უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

"შემოღამება მთაწმინდაზე"

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი "შემოღამება მთაწმინდაზე" (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, "რომ დაშთოს აქ ამაოება", აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის "ამაოების" გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837). "აღუვესებელი საწყაულის" სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელს პოეზიას.

სიყვარულის თემა

სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, "ციდან მოსული მშვენიერება", ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ "ხორციელობის" წარმავალ ნიჭს წარმოადგენს ("აღმოხდა მნათი", 1840; "არ უკიჟინო, სატრფოო", 1841; "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო", 1842; "შევიშრობ ცრემლსა", 1843). "ზეგარდმო მადლით" დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი "დაკარგული ტოლის" მუდმივ ძიებაშია ("სული ობოლი", 1839; "სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი", 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში ("ვპოვე ტაძარი", 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის ("თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას", 1839; "საყურე", 1839; "...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი", 1839).

"მერანი"

ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ "ცისა ფერს" (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, "სულო ბოროტო" (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კროზისისა. ეს არის ტრაგედია "ურწმუნო ჭკუისა", რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა("მერანი", 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. "მერანის" ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. "მერანის" მთავარი იდეა -ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა "ბედი ქართლისაში" დასვა.
ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876(რედაქტორი - პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).

პოეზია

  • ბულბული ვარდზედ
  • ქეთევან
  • შემოღამება მთაწმიდაზედ
  • ხმა იდუმალი
  • ძია გ...სთან
  • ღამე ყაბახზედ
  • ფიქრნი მტკვრის პირზედ
  • ჩონგურს
  • ჩემს ვარსკვლავს
  • ნაპოლეონ
  • თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
  • საყურე
  • ჩვილი
  • ...ნა ფორტოპიანოზედ მომღერალი
  • სული ობოლი
  • (სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი...)
  • ჩემი ლოცვა
  • (აღმოხდა მნათი აღმოსავალს...)
  • (არ უკიჟინო, სატრფოო...)
  • (როს ბედნიერ ვარ...)
  • (ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...)
  • (ვპოვე ტაძარი...)
  • ჩემთ მეგობართ
  • სუმბული და მწირი
  • მერანი (მირბის, მიმაფრენს...)
  • (რად ჰყვედრი კაცსა...)
  • საფლავი მეფის ირაკლისა
  • (მიყვარს თვალები მიბნედილები...)
  • (შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)
  • კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
  • (სულო ბოროტო...)
  • (შევიშრობ ცრემლსა...)
  • ჩინარი
  • ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს
  • (ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის...)
  • (დამქროლა ქარმან სასტიკმან...)
  • ბედი ქართლისა (პოემა)
_________________________________________________________________________________

ეკატერინე გაბაშვილი


:

ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“, მას მოჰყვა „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“, „დედის მარჯვენა ხელი“ და სხვა. აღსანიშნავია რომ მწერლის მოთხრობების მიხედვით ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს შესანიშნავი მხატვრული ფილმები „ჭიაკოკონა“ (რეჟისორი ნ. პაპინაშვილი) და „მაგდანას ლურჯა“ (რეჟისორები თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე).
ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
_________________________________________________________________________________

ზაქარია გაბაშვილი (დ. დაახლოებით 1705 ― გ. დაახლოებით 1780) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. მამა ბესიკ გაბაშვილისა.

ბიოგრაფია

გაბაშვილი ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოსანტონ I-ს. კონფლიქტის საბაბად იქცა ანტონის მისწრაფება კათოლიკობისადმი. საეკლესიო კრებამ (1755) გაბაშვილის თაოსნობით ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და1756 იგი რუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ გაბაშვილის გავლენა სამეფო კარზე დაეცა. ერეკლე II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების "გამრყვნელად" გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 ჩავიდა ყიზლარში1768-1770 გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი1771 იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე. გაბაშვილი ცხოვრობდა ქუთაისსა და გელათში.

გაბაშვილი განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება - ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილისშესხმა "ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი" და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა "კატისა და თაგვების ომი". გაბაშვილი 1750-1751 მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა "კონდაკის" ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.
_________________________________________________________________________________

გაბრიელ მცირე (გ. 1802) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი. ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 30 მარტი (17 მარტი). ბერად იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც 30 წელი გაატარა. მოთარეშე ლეკებმა თავი მოჰკვეთეს. დასაფლავებულია იმავე მონასტერში.
ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.
გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაშიმარჯორი უორდროპის ფონდში). მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი „ონოსიფორეს ცხოვრება“, „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება“, მემუარული „თხრობანი“ და სხვა. გაბრიელ მცირეს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892-1894 გამოცემული „გვირგვინი“, „სამოთხის ყვავილი“ (1895), „ოქროს წყარო“ (1905), „სუფევა“, „კლიტე“, „სამასეული“, „მანანა“ და სხვა. მათში თავმოყრილია ბასილი დიდისიოანე ოქროპირისმაქსიმე აღმსარებლისიოანე მოსხისა და სხვა თხზულებათაგან გამოკრეფილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.
მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
ძმებმა ნეტარი მამის წმნიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.
_________________________________________________________________________________


ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი1939თბილისი — გ. 31 დეკემბერი1993, სოფ. ძველი ხიბულახობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველიპრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:
  • პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
  • მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირისბოდლერისგოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც წერია:
ვიკიციტატა„...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო“
(ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978.)

ეროვნული მოძრაობის ლიდერები 80-იანი წლების ბოლოს, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავასდასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება
ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებშისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმაუკრაინამთურქეთმაყაზახეთმამონღოლეთმალიტვამკანადამმოლდოვამ,აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

ზვიად გამსახურდიას ძეგლი ზუგდიდში
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]
1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.[4]
სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.

ოპოზიციის გაძლიერება


თენგიზ სიგუა
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.
სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[5] ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება[6] საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.

გიორგი ჭანტურია
გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ. გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.[7]
მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომელსაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.
პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

სამხედრო გადატრიალება (1991-1992)



თენგიზ კიტოვანი

სასტუმრო "თბილისი" ოპოზიციის მიერ პარლამენტის აღების შემდეგ. 1992 წლის იანვარი.
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.[8] მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.
6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევისმთავრობამ თავშესაფარი უბოძა.
მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც. ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.
მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც fait accompli, რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ე. შევარდნაძე თენგიზ სიგუასთან დაჯაბა იოსელიანთან 1992 წ.
სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).
სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.
სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.

დევნილობა (1992-93)

მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ). ორივე ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან[9]
შეტაკებები პრო- და ანტი-გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-93 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება." თუმცა ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს საქართველოში "ზვიადიზმის" ჩასახშობად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

გამსახურდიას დაბრუნება


"ჰაუბიცა" ბარიკადებთან საქართველოს ტელევიზიის შენობის წინ.
1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა "მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ" და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართჳელოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.
თუმცა გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთისსომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ ერთბაშად ერთგვარი "quid pro quo" სვლა გააკეთა და შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი სწრად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა ქართული რკინიგზის დასაცავად და მწირად აღჭურვილ ქართულ ჯარებს ლოჯისტიკური და იარაღით დახმარება გაუწია. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა და ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა.

დაღუპვა

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.

თვითმკვლელობის ვერსია

მოგვიანებით, გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა 31 დეკემბერს, როდესაც ის და მისი კოლეგების ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს მხედრიონელთაგან. რუსული მედიის განცხადებით მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით. მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა მათი თქმით თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი:
ვიკიციტატა„ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი.“
ამ მოვლენათა კომენტატორები საქართველოს ფარგლებს გარეთ იზიარებენ მოსაზრებას, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა.

სიკვდილი ბრძოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან, შელაპარაკების გამო.
გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.
გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.[10][11] პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით:
ვიკიციტატა„ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

რეაბილიტაცია


ზვიად გამსახურდიას ნეშთის დაკრძალვის ცერემონია. 2007 წლის 1 აპრილი.
2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.
საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.
პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დანაშაულის არარსებობის გამო.

ოფიციალური დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 174
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების
შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
„საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 14 თებერვლის ¹60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7
პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში
1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული
ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით
ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი
(1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია
შემდეგი შემადგენლობით:
  • ივანე მერაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული
უშიშროების საკითხებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი,
კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
  • ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი;
  • გიორგი ანდრიაძე - საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი;
  • მანანა არჩვაძე-გამსახურდია - კომისიის წევრი;
  • ტარიელ ფუტკარაძე - კომისიის წევრი;
  • მანანა ტაბიძე - კომისიის წევრი;
  • მერაბ რაფავა - კომისიის წევრი.
მიხეილ სააკაშვილი
2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი
ამონარიდი გენპროკურორის 2003 წლის 29 დეკემბრის #50-7 ბრძანებიდან:
ვიკიციტატა„საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელიც მოახდენს 1991-92 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი) სხვა მოვლენების ირგვლივ გამოძიებულ საქმეთა გადასინჯვას.“
თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში გამოსვლისას (25 იანვარი2004 წ.) პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას. ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა თბილისის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ცენტრალურ ქუჩას ზუგდიდში, საჯარო სკოლას რუსთავში. ამასთან, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პატიმრები. 2004 წელი ოფიციალურად გამოცხადდა ზვიად გამსახურდიას წლად. 2005 წელს კულტურის სამინისტრომ კულტურის ძეგლის სტატუსი მიაკუთვნა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმს თბილისში - „კოლხურ კოშკს“. ზვიად გამსახურდიას და მის დისიდენტურ მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 2006 წლის 26 მაისს თბილისში დაფუძნებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში.

რჩეული თარგმანები

  • უილიამ შექსპირი, ზამთრის ზღაპარი, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული,, , 1969.
  • ამერიკელი პოეტები.- ჟ. ,,ხომლი,, , #2, 1969.
  • ამერიკელი პოეტების ანთოლოგია, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1971.
  • ნ. გოგოლი, საშინელი შურისგება.- ჟ. ,,საუნჯე,, , #3, 1983.
  • ძველეგვიპტური ,,მკვდართა წიგნიდან,,.- ჟ. ,,ცისკარი,, , #7, 1985.
  • ლეონარდ კოტრელი, ანტიკურობის საოცრებანი, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1987.
  • შარლ ბოდლერი, ლექსები პროზად, თბილისი, გამომცემლობა ,,საქართველო,, , 1991.
  • სახარება მათესი, თბილისი, 2003.

_________________________________________________________________________________




კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი1975თბილისი) — ქართველიმწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).


ბიოგრაფია

ბავშვობა

კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.

ევროპაში

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგისკენიგსბერგისლაიფციგისმიუნხენისბერლინისუნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კ.გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.
გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ.გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში , სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში.. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,სახალხო საქმის" რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი "პრომეთე", რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.
1918 წლის სექტემბერში კ,გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სადიპლომო ნაშრომის თემა იყო: ,,საქართველოს მეფე ერეკლე მეორე". 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. გერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა, დაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოები, წერილები, გერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები.

მწერალი ევროპაში მოგზაურობის დროს
1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში.1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი ,,ლომისი" გ.ტაბიძესთან და ლეო ქიაჩელთან ერთად, 1922-1923 წლებში- ჟურნალი ,,ილიონი", 1923 წელს კი- ,,საქართველოს სამრეკლო" და ,,ქართული სიტყვა". საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა ,,აკადემიური ასოციაცია". 1923 წელს კ.გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდან, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი ,,ილიონი" და ,,საქართველოს სამრეკლოც". ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

დაბრუნება

1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს ,,შპიონაჟის" ბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე,, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის გამო მას უწოდეს ,,შინაური ემიგრანტი". 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.

ბოლო წლები

კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისშიკოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[

შემოქმედება

პირველი ნაწარმოებები


გამსახურდია სხვა მწერლებთან ერთად
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიასექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში („ქოსა გახუ“1927-1929„ტაბუ“1925-1927„ხოგაის მინდია“1937).ნოველაში„მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან. ისინი ვერ შველიან ერთმანეთს. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს „ფოტოგრაფი“ (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.
Konstantine Gamsakhurdia in art.jpg

სოციალური რომანები

ეროვნული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, „დიონისოს ღიმილი“(1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების“ (1935-1936) მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამულისოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრესკოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.

ისტორიული რომანები

გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის,ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.
გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.

გამსახურდიას სახლი აბაშაში
როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.

სხვა ნაშრომები

გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველრუსსომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.

სტილი

თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

  • დიონისოს ღიმილი (1925)
  • გოეთეს ცხოვრების რომანი (1930)
  • მთვარის მოტაცება (1935—1936)
  • ევროპა გალიაში (1937, დაუსრულებელი)
  • ბელადი (1938—1939, დაუსრულებელი)
  • დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა (1939)
  • დავით აღმაშენებელი(1946—1958, გამოიცა 1962 წელს)
  • ვაზის ყვავილობა (1956)
  • თამარ (დაუსრულებელი)

რჩეული მოთხრობები და ნოველები

  • მშვენიერება
  • ქოსა გახუ
  • ფოტოგრაფი
  • ლილ
  • პორცელანი
  • ჯამუ
  • დამსხვრეული ჩონგური
  • დათვი
  • ამბავი ხუთასი ბოლნისელისა
  • დიდი იოსები
  • ხოგაის მინდია
  • სიბრძნე სიცრუისა
  • ქალის რძე
  • კლარა
  • გამოუყენებელი ბინოკლი
  • ვერცხლის ბეჭედი
  • მტრების მეგობრობა
  • ქართული ჩაბალახი
  • ნაპოლეონი
  • მკვდართან შეხვედრა
  • საათები
  • ზარები გრიგალში
  • დედავ, მისტიურო ქალო!
  • ტაბუ

რჩეული იგავები

  • ჯავშნოსანი და გუდურა
  • მელა და აქლემი
  • ძაღლი
  • ბუ და არწივი
  • ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
  • უნებლიე ქურდი
  • ჭადარი და კაკალი
  • გულუბრყვილო სპილო

რჩეული ნარკვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის თემიდი
  • მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა

რჩეული ესეები და წერილები

  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • ციტატები
  • აპოლოგია რუსთაველისა
  • ლექცია ვაჟა ფშაველაზე (ვიდეო)
  • როგორ ვწერ?
  • წერილი ვაჟისადმი
  • ომი რუხთან
  • ღია წერილი გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი
  • „კარგი ევროპელი“ (არტურ ლაისტი)
  • „ალექსანდრე აბაშელი“
  • ირაკლი აბაშიძე
  • საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ
  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • „პოეზიის დღე“
  • ჩვენი კულტურ-პოლიტიკა
  • ქართველ მწერალთა კონფერენციაზე
  • DECLARATIA PRO MEA
  • გაორებული საქართველო
  • წერილი პატიმარი პოეტისადმი
  • სტენოგრამა
  • ღია წერილი სომხეთის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის ედუარდ თოფჩიანისადმი
  • ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებებიდან
  • მაგიური შანდლები
  • მწერლის დღიურიდან
  • ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი
  • პასუხი
  • ვინ არის შოვინისტი?
  • ბარათები სიყვარულზე
  • რებეკა ვაშაძეს
  • რებეკა ვაშაძის დღიურები
  • ბარათები ნათელა გამსახურდიასადმი

თარგმანები

  • ღვთაებრივი კომედია - დანტე ალიგიერი
  • ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი - გოეთე
  • დასავლეთის ფრონტი უცვლელია - ერიხ მარია რემარკი

_________________________________________________________________________________



მირზა გელოვანი (დ. 2 მარტი1917სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი1944ვიტებსკის ოლქიბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

ბიოგრაფია

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:
“წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი”.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.

მირზა გელოვანი გარდაიცვალა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

_________________________________________________________________________________



გურამ შალვას ძე გეგეშიძე (დ. 21 ივლისი1934) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“გამოაქვეყნა. პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი ( ქალ-ვაჟი), ექვსი შვილიშვილი.

გამოქვეყნებული წიგნები

  • „მზეა, თბილა“ – მოთხრობების კრებული(1965)
  • „ცოდვილი“ – რომანი (1966)
  • „სიშორე“ – მოთხრობების კრებული (1967)
  • „შურისძიება“ (1968)
  • „დევნილი“ – მოთხრობა (1968)
  • „სტუმარი“ – რომანი (1970)
  • „მოთხრობები“ (1971)
  • რომანების ტომი სათაურით „ორი რომანი“ (1978)
  • „ხმა მღაღადებლისა“ – რომანი (1982)
  • „აპრილი“ - მოთხრობების კრებული (1985)
  • თხზულებათა „ერთტომეული“ (1987)
  • „ჟამი“ – მოთხრობები (1989)
  • პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული „სიტყვები“ (1990)
  • „სისხლის წვიმები“ – რომანი (1993)
  • "ნაცრის კოშკი" – რომანი (2001)
  • დევნილი და სხვა მოთხრობები (2009)
ეს წიგნები დაბეჭდილია გამომცემლობა „მერანის“ და „საბჭოთა საქართველოს“ მიერ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

_________________________________________________________________________________


იონა გედევანიშვილი (ერისკაცობაში - ივანე) (დ. 1737 ― გ. 1821) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური და მწერალი.

ბიოგრაფია

1756 რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს ანტონ I-ს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. 1785-იდან რუისის მიტროპოლიტი იყო. რაღაც დანაშაულისათვის ერეკლე II-ის განჩინებითსაეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა და იძულებით გააწესა დავითგარეჯის უდაბნოში. გედევანიშვილი იმერეთში გაიპარა. მაგრამ არ შეიწყნარეს და თბილისში დააბრუნეს. აქედან ის ახალციხეს გაიქცა, კონსტანტინოპოლშიჩავიდა და შემოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები. აღმოსავლეთის ეკლესიათა პატრიარქებს მისთვის მღვდელმთავრის ხარისხი აღუდგინეს. გედევანიშვილმა იმოგზაურა ევროპაში, ერთხანს მოლდავეთში იყო, სადაც პოტიომკინის კარზე დიპლომატიური მისიით ჩასულ ქართველ მოღვაწეებს შეხვდა. გედევანიშვილი აქტიურად ჩაება რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში1795-დან მოსკოვში, იქვე გარდაიცვალა.
თავისი მოგზაურობა (1805-1810) გედევანიშვილმა აღწერა თხზულებაში "მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა". ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერიიერუსალიმი,ალექსანდრიასინის მთავენაპოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვა. მეცნიერული თვალთახედვისა და ერუდიციის წყალობით გედევანიშვილისნაშრომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგზაურული ჟანრის თხზულებათა შორის.

_________________________________________________________________________________



გიორგი მერჩულე, X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას (პ. ინგოროყვას განმარტებით, "მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს). მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო (კირილე ალექსანდრიელისიპოლიტე რომაელისკირილე სკვითოპოლელისა და სხვათა თხზულებანი).
გიორგი მერჩულეს თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთერისთავმა 958-966. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოწაფეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა და ზოგიერთი საცილობელი საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საყურადღებოა თხზულებაში გადმოცემული ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა.
გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულეს მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. თხზულებაში ზოგჯერ სასულიერო მწერლობისათვის მოულოდნელი ეპიზოდებიც გვხვდება, იგრძნობა ლტოლვა საერო მოტივებისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. თემატიკურ მრავალფეროვნებასა და იდეურ-აზრობრივ სიღრმესთან ერთად თხზულება ინტიმურ-ფსიქოლოგიურ განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრონ შატბერდელისილარიონ პარახელისგიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბევარის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა1845). 1902 ხელნაწერი აღწერან. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, VII, СПб., 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923). 1956 დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისურიპარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (მერჩულიულნი).

_________________________________________________________________________________


გიორგი მთაწმიდელი (დ. სავ. 22–დან 29 მარტის ჩათვლით, 1009 — გ. 1065) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.
მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმიდელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კიხახულის მონასტერში. ცოდნის გასაღრმავებლად 1022 ბიძამკონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლაბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 სირიაშიშავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 იერუსალიმს გაემგზავრა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრატიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.
ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა. გიორგი მთაწმიდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.
გიორგი მთაწმიდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულმწერლობას, ეგზეგეტიკასჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმიდელმა ლიტურგუკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი ("დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვა). გიორგი მთაწმიდლის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდისგრიგოლ ნოსელისათანასე ალექსანდრიელისიოანე დამასკელისნექტარი კონსტანტინოპოლელისდოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გიორგი მთაწმიდლის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.
არის ავტორი ჰიმნის, რომელიც მოგვიანებით თომას მურს ცნობილი ლექსის «Evening Bell» შექმნაში დაეხმარა.

აპოკრიფი

ქებით დიდებაჲ
თავნი და ბოლონი იტყვიან: „ქრისტე შეიწყალე ცოდვილი გიორგი, ა[მინ“]
ქებით დიდებაჲ შენი თანა გვაც -
რომელი მხსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყო!
ისრად ელვისად, ენად ცეცხლისად,
სამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყველ ჰყავ;
ტომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელი;
ეკლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებულ;
შაბათნი დაჰხსენ, დააცხრვე შჯული,
ერთ-არსებისა ბრწყინვალე ქადაგ!
იოტე ბნელი, მტერნი დასთრგუნე,
წესთა ზესკნელთა წარჰხედ, წმიდაო!
ყოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხარ,
აღქუმული იგი გვირგვინი დაგვადგ.
ლმობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი,
ერთბამად მკვიდრ მყვენ სასუფეველსა.

_________________________________________________________________________________



გიორგი მცირე, ხუცესმონაზონი ( † XI საუკუნის 80-იან წლებში), ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმიდლის მოწაფე.

თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ მთაზე, იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში, ათონზე. გიორგი მთაწმიდლის ნეშტის კონსტანტინოპოლიდან ათონის მთაზე გადასვენების შემდეგ გიორგი მცირე სამუდამოდ იქ დამკვიდრდა. 1066-1068 მან გიორგი შეზენებულისა და იოანე ჭყონდიდელის დავალებით აღწერა გიორგი მთაწმიბნდელის ცხოვრება და სასულიერო-სამწერლო მოღვაწეობა. გიორგი მცირის თხზულების ენა სადა და ხატოვანია, თხრობა - შთამბეჭდავი, ზოგი პასაჟი გიორგი მთაწმინდელის "იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების" მიბაძვით არის დაწერილი. გიორგი მცირე არ გადმოგვცემს თარიღებს, არ გვაწვდის გიორგი მთაწმინდელის თხზულებათა სრულ ნუსხას. "ცხოვრებაში" გვხვდება ზოგიერთი უზუსტობაც, მიუხედავად ამისა, გიორგი მცირის თხზულება ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ავტორი ამჟღავნებს ღრმა განსწავლულობასა და დახვეწილ ლიტერატურულ გემოვნებას. ძეგლში საყურადღებო ცნობებია ბაგრატ IV-ის მეფობისა და საქართველო-ბიზანტიის მაშინდელ ურთიერთობათა შესახებ. ხელნაწერი დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074), გამოსცა მ. საბინინმა (კრებული "საქართველოს სამოთხე", 1882). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923).


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილ (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.
იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

შემოქმედება


იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
დავით ასრიაშვილის ფოტო
გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვისრუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“„ხე ნაყოფით იცნობება“„ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“„ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“„ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“„სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“„განათლების მდგომარეობა საქართველოში“„მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“(1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.

იაკობ გოგებაშვილი
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები„ქურდი და მამალი“„მერცხალი და მეცხვარე“„ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“„ბეღურა“„ლომი“„მერცხალი“„აქლემი“,„ორაგულის ცხოვრება“„ნამი“„ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები„ასპინძის ომი“„იოთამ ზედგენიძე“„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“„ცოტნე დადიანი“„თავდადებული მღვდელი თევდორე“„სხივი წარსულისა“„სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს„ნობათს“„ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

გოგებაშვილის ძეგლის მის საფლავთან, მთაწმინდის პანთეონში.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
___________________________________________________________________________________
გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი) — XVII-XVIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლის აქტიური წევრი, თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოდან.
მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში1703-1713 წლებში დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ", რომელიც სანდო ისტორიული წყაროცაა. გრიგოლ დოდორქელს ეკუთვნის რამდენიმე საგალობელიც. ზოგ მათგანში შექებულია ქეთევან დედოფალი.


___________________________________________________________________________________

გრიგოლ ხანძთელი (დ. 5 ოქტომბერი759 — გ. 861) — ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაშიდასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.
გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანშიბარეთელთაშინეძვშიწყაროსთავში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი „ცქირი“.
გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.
გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულმონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.
_________________________________________________________________________________

:

თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 23 აპრილი1782თბილისი — გ. 25 ოქტომბერი/5 ნოემბერი1846,პეტერბურგი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე. ცოლად ჰყავდა ელენე ოთარის ასული ამილახვარი (1783-1866).
თეიმურაზ ბატონიშვილი
1838 წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა მარი ბროსემწარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს

ბიოგრაფია

თეიმურაზ ბატონიშვილი დაიბადა თბილისში 1782 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) გიორგობა დღეს თეიმურაზი გიორგი XII-ის პირველი ცოლისაგან შეძენილ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. პლატონ იოსელიანის ცნობით იგი გამხდარა მიზეზი დედის, ქეთევანის გარდაცვალებისა. თეიმურაზ ბატონიშვილის დაბადებისა და ქეთევან დედოფლის მშობიარობაზე გადაყოლის თარიღებს აიგივებს მარი ბროსე, ხოლო დ. ბაქრაძისთვის იგი უცნობი ყოფილა
მისი 1834 წლის 16 მაისის ბროსეს მიმართ წერილიდან ირკვევა, რომ ის სწავლობდა კათალიკოზ ანტონ I-ის თელავის სემინარიაში, ცნობილი დავით რექტორის ხელმძღვანელობით.
ვიკიციტატა„დავით ალექსიშვილი იყო პაპის ჩემის მეფის ირაკლის დროს და მამის ჩემის მეფის გიორგის დროს... ინცფექტორი და უპირველესი მოძღვარი საქართველოს სასწავლებელთა და დიდი სასწავლებელი ჰქონდა გამართული კახეთის ქალაქსა შინა თელავს, სამეფო პალატის ნაწილშია და იქ ასწავლიდა მამა ჩემის მეფის გარდაცვალებამდის; მერმე თავის ნებით გადამდგარა... ეს დავით ალექსიშვილი იყო შაგირდი ანტონ კათალიკოს პირველისა და ჩემის ძმის დავითისა და ჩემი ფილოსოფიისა, ისტორიისა და ქართული ენისა და წერისა მოძღვარი ის იყო. ჩემი ძმა დავით ხომ ადრევე ბარებოდა და როცა სწავლის დრო მოვიდა მეც მას მივებარე და ის მასწავლიდა და სხვა ოსტატებიცა მყვანდნენ. იმ ჩვენმა ოსტატმა დავით ალექსიშვილმა საქართველოს ისტორია დიახ კარგად იცოდა... საზოგადოდაც კარგი ისტორიკოსი იყო.“
(წ-კ. საზოგადოების ფონდი, S № 4.294, რვეული 1, ფურც. 28)
თეიმურაზ ბატონიშვილი იზრდებოდა თავისი უფროსი ძმის დავითის უშულო მეთვალყურეობითა და მზრონველობით. მისი მზრუნველობა მეჭირნახულეობა მან გამოხატა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგაც, როცა თეიმურაზი უმამულოდ და სხვა საშემოსავლო სახსრების გარეშე დარჩა

ოჯახი

ელენე ამილახვარი, თეიმურაზ ბატონიშვილის ცოლი
1798 წელს მომხდარა თ. ბატონიშვილის დაწინდვა ოთარ ამილახვარის ქალიშვილ ელენეზე. პლატონ იოსელიანი დაწინდვას უკავშირებს გიორგის მოგზაურობას თრიალეთისაკენ, რომელიც პლატონის მიხედვით 1778 (წელი შეცდომით უწერია პლატონ იოსელიანს) წლის ზაფხულში მომხდარა.
ვიკიციტატა„ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზი, რომელსაც არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანაც მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი.“
ქორწინება თეიმურაზისა ელენეზე მოხდა, დავითის ქორწინების შემდეგ, ე. ი. 1799 წლის დასასრულს.

ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იწყება არეულობა და შფოთი ერეკლე II-ის მრავალმრიცხოვან მემკვიდრეთა შორის. გიორგის ანდერძისამებრ ტახტი დავითს უნდა მიეღო, მაგრამ ლაზარევს ნაბრძანები ჰქონდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არც ერთ მემკვიდრისთვის არ დაეთმო. დავითი აღიარებულ იქნა რეგენტად ტახტისა და არა მეფედ, ხოლო იულონ ერეკლეს ძე ერთის მხრივ, დარეჯან დედოფალი მეორეს მხრივ, ფიქრობდნენ გამეფებას. აღნიშნული ვითარების გამო ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე წამოიჭრა შუღლი, სადაც თეიმურაზი თავისი ძმის დავითის მხარეს იდგა.
გიორგი XII-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა მეფედ დავითი, რომელიც 1800 წლის 20 დეკემბერს სცემს სხვადასხვა სახის ბრძანებებს. მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ თეიმურაზის დანიშვნა მოხელედ.
ვიკიციტატა„შენ იყავი ციხეში, პური ბევრი დაამზადე, თუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორში, არ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედ, მოაგროვე მებრძოლები და მოემზადე. აგრეთვე თვალყური ადევნე იმას, თუ რას შვრებიან შენი ბიძები...“
(«Акты», I, გვ. 290)
მაგრამ ისევე როგორც დავითის „მეფობა“, ასევე თეიმურაზის მოადგილეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. 1802 წელს კარლ კნორინგის ჩამოსვლამ საზღვარი დაუდო მათ. კნორინგმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და აგრეთვე დავითის მისწრაფებით სამეფო ხელისუფლების მთელი ატრიბუტების აღდგენისკენ და გადააყენა იგი.
ამის შემდეგ თეიმურაზი, რომელიც მისი სიტყვებით, მამა მისის ხანმოკლე სიცოცხლის გამო დარჩა უმამულოდ, იმყოფება თავის სამ დასთან ერთად დავითის ხარჯზე[4]. ის მცირე ადგილებიც კი, რომელიც მამამ მისცა მას, ნაზარსკეტიკარაჯალი და ლომისციხე, მიეტაცა კირილე ავალიშვილს.
1802 წლის 11 აპრილით დათარიღებული განცხადებით თეიმურაზი მიმართავს კნორინგს, რათა უკანონოდ მიტაცებული ლომისციხე, რომელიც მას ემსახურებოდა მამის სიცოცხლეში და დავითის მმართველობის დროსაც, დაუბრუნდეს, დაუნიშნონ მოურავი და იქ სხვა არავის ჰქონდეს ხელი. ამავე მამულების თეიმურაზისათვის დაბრუნებას მოითხოვდა დავითის 1802 წლის 19 მაისის წერილიც.
ჯერ კიდევ 1801 წლის თებერვალში, როდესაც თეიმურაზი გორში იმყოფებოდა მან განაცხადა სურვილი რუსეთში წასვლისა. ზოგ ბატონიშვილს ამისთვის დროც დაუნიშნეს, მაგრამ თეიმურაზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გამგზავრების დრო აღარ დანიშნა[5].
მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ რაც დავით ბატონიშვილს ეთქვა უარი გამხდარიყო საქართველოს პირობითი მმართველი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია გიორგი მეფესთან დადებული პირობა და შექმნა ახალი მანიფესტი რაც ითვალისწინებდა საქართველოდან ყოველი სამეფო დინასტიის რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში გადასახლებას, სადაც რუსეთი იმპერია საკუთარ თავზე აიღებდა საქართველოს სამეფო კარზე ზრუნვას. სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევის შემდეგ თეიმურაზი იწყებს შეხვედრების მოწყობას მათი გადმობირების მიზნით. აღნიშნულმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და 1803 წელს სპარსეთში გაიქცა, სადაც თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ცხოვრობდა.
როგორც ციციანოვის 1803 წლის 26 თებერვლის პატაკშია ნათქვამი, 1803 წლის 25 თებერვალს ღამით თეიმურაზ ბატონიშვილი თბილისიდან გაიპარა, დატოვა მეუღლე და წაიღო თან რაც კი ძვირფასი ნივთები ჰქონდა. ამასვე ადასტურებს სიღნაღის კაპიტან ისპრავნიკის სოკოლოვის ცნობაც
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი თეიმურაზს ნათლად აქვს გამოხატული ციციანოვისადმი თავის საპასუხო წერილში:
ვიკიციტატა„გარნა უკეთუ გნებავსთ სამსახური ჩვენ მიერ მაღლისა ხელმწიფისა, წარმოგზავნონ ოჯახისა ჩუენისაგან ერთი, რომელიცა სათნო იყოს იმპერატორისა, მეფედ ქუეყანასა შინა ჩუენსა და აღადგინოს მაღალმან ხელმან დაცემული ოჯახი ჩუენი და მაშინ ჩუენ ყოვლისა ბრძანებისა მისისა მორჩილნი შევიძლებთცა სამსახურთა შესაბამთა დიდებულებისა მისისათა. და თუ არა ესრეთ იქმნას, არცა ჩუენ ძალა გვიძს მოსულაჲ მანდა, ვინაიდგან არა ვართ ჩუენ გოჰთაჯნი მხოლოდ გლახაკებრივისა პურისა ჭამისანი, არამედ ყოველთვის სისხლ დათხევით მცდელნი ბაგრატიონთა ოჯახისა აღდგენისანი[8].“
მისი ეს დამოკიდებულება ვერ შეაცვლევინა მისთვის ძვირფასი მეუღლის, ელენეს, სიბრალულითა და სიყვარულით სავსე წერილმაც.
1805 წელს თეიმურაზი იხსენიება, როგორც ერთ-ერთი მეთაური ერევნის ხანის კულიხანის ლაშქრისა, ქემალ-ხანთან ერთად. იმავე წლის ოქტომბერს გამოემგზავრა ისევ ბაბახანისაკენ და ცდილობდა დაერწმუნა იგი, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია თუ კი რუსეთს მთელ მოსახლეობას აუმხედრებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს აქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გადადის ახალციხეში. ხვდება რა რომ სპარსეთის დახმარებიდან არაფერი გამოდის, ბიძასთან ერთად მიმართავს ოსმალეთს, ინგლისს და სხვ. როგორც ირკვევა თეიმურაზს ასევე გარკვეული ორიენტაცია ჰქონდა ნაპოლეონის საფრანგეთთანაც. მას მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ამ საკითხზე და საფიქრბელია, რომ გამგზავრებაც კი სურდა ამ მიზნით საფრანგეთში.

რუსეთში გამგზავრება

თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, 1810 წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას სცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა პეტრე ლარაძემ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“. როგორც ირკვევა, ტორმასოვის დავალებით, პეტრე ლარაძე გაგზავნილ იქნა სპარსეთში თეიმურაზის მოსაძებნად, როგორც ლარაძე იტყობინება თეიმურაზი მას დიდის ვაგლახით მოუძებნია. ამ დროს თეიმურაზი ერევანთან დაბანაკებულ აბას-მირზას ლაშქარში მთელ არტილერიას მეთაურობდა. მაგრამ არც ისე ადვილად დაუნებებიათ თეიმურაზი მისთვის, შეტაკებაც კი მოსვლია სპარსელებთან:
განვაკვირვე სპარსთა გული, თჳთ მემკვიდრეს უქმენ ხლათი,
გამოვაპე შუა რაზმი, სთქვეს რა დილის სალავათი...
1810 წლის 15 სექტემბერს რამდენიმე მხლებელითურთთეიმურაზი გამოცხადდა პოლკოვნიკ ურაკოვთან
თეიმურაზ ბატონიშვილის „მასალების“ მიხედვით:
ვიკიციტატა„მაშინ ძე ყეენისა აბაზ-მირზა იდგა გარნისს, მუნით განივლტო მეფის გიორგის ძე თეიმურაზ ჯვარის ამაღლების დღეს 14 სეკტემბერს, რომელიცა იმყოფებოდა ძესთან ყეენისა ამაზ-მირზაჲსთანა დიდითა პატივითა თავად თოფხანათა ზედა, ახლად განსწავლულთა რეგულთა ზედან სპარსთასა. და მოვიდა ტორმასოვთან, რომელიცა იდუმალ ტორმასოვი ეზრახოდა და შეუძინა გამზდელი ლალა მისი პეტრე ლარაძე აზნაური, რომელმანცა მოაცთუნა და მოიყვანა მუნით. ხოლო მოვიდა რა თბილისს, წარგზავნა იგიცა რუსეთსა შინა[10].“
ტორმასოვი თეიმურაზის დაბრუნებას თვლიდა ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად. თეიმურაზი მართლაც, როგორც ჩანს, გამოპარულა, მას თან არ ჰქონია ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები. ამის გამო მისცეს დახმარების სახით 200 მანეთი და დაუნიშენს ჯამაგირი 300 მანეთი.
1810 წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე პეტერბურგში გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე 1813 წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.
ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 წლის გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, აღწერა ეს მოვლენა. აღწერა ერეკლე II-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი.
თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა ტაციტუსისვოლტერისპუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.
მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.
თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837), პარიზის სააზიო საზოგადოების დაკოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.
1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძეგიორგის ძეები: თეიმურაზიმიხეილიილიაოქროპირიერეკლე;იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრიიოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც
თეიმურაზ ბატონიშვილი 1846 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ის არის ავტორი შრომისა „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.
_________________________________________________________________________________




3 comments:

  1. ახნაზაროვი არ არის ქართველი ! ისევე როგორც გრიბოედოვი ! ადმინ შენც ახნაზაროვივით სომეხი ხომ არ ხარ !

    ReplyDelete
  2. ყურადღება

    მიზანი ფართო საზოგადოების, ჯანმრთელი ქალთა და მამაკაცთა ინფორმირებაა. ვინ არის დაინტერესებული

    დაუყოვნებლივ დაურიგეთ ძვლის ტვინი (თირკმლის ორგანოები) თირკმელებს, სათესლეებს და დაუკავშირდით 100% სერიოზულად. ელექტრონული ფოსტა; drrufusaphonsus@gmail.com

    რადგან ჩვენ ბევრი ვართ

    პაციენტებს, ამჟამად თირკმლის გადანერგვა სჭირდებათ.

    ეძებეთ თქვენი თირკმლის ფულადი სახსრების გაყიდვის შესაძლებლობა, რათა დაეხმაროთ მის დაფინანსებაში

    ჩვენ შევიძენთ თქვენსას

    თირკმელი 1 000 000 ევროდ

    ღვიძლი: 800,000 ევრო გვ

    საკვერცხეები: 350 000 ევრო

    ტვინის მერვე: 550,000 €





    გამოგვიგზავნეთ ელ.წერილი


    ელ.ფოსტა;

    ელექტრონული ფოსტა; drrufusaphonsus@gmail.com


    WhatsApp: მკითხე


    გულწრფელად

    ReplyDelete
  3. ყურადღება

    მიზანი ფართო საზოგადოების, ჯანმრთელი ქალთა და მამაკაცთა ინფორმირებაა. ვინ არის დაინტერესებული

    დაუყოვნებლივ დაურიგეთ ძვლის ტვინი (თირკმლის ორგანოები) თირკმელებს, სათესლეებს და დაუკავშირდით 100% სერიოზულად. ელექტრონული ფოსტა; drrufusaphonsus@gmail.com

    რადგან ჩვენ ბევრი ვართ

    პაციენტებს, ამჟამად თირკმლის გადანერგვა სჭირდებათ.

    ეძებეთ თქვენი თირკმლის ფულადი სახსრების გაყიდვის შესაძლებლობა, რათა დაეხმაროთ მის დაფინანსებაში

    ჩვენ შევიძენთ თქვენსას

    თირკმელი 1 000 000 ევროდ

    ღვიძლი: 800,000 ევრო გვ

    საკვერცხეები: 350 000 ევრო

    ტვინის მერვე: 550,000 €





    გამოგვიგზავნეთ ელ.წერილი


    ელ.ფოსტა;

    ელექტრონული ფოსტა; drrufusaphonsus@gmail.com


    WhatsApp: მკითხე


    გულწრფელად

    ReplyDelete